
ყველასათვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსი გიორგი უშიკიშვილი არანაკლებ გამორჩეულია იუმორით. იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ ერთ-ერთ სახალისო ამბავს იხსენებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
გიორგი უშიკიშვილი: „სონა ბებოსთან ვიყავი ერთხელ სტუმრად ახმეტაში. მან მკითხა: – გუგლი რა არისო? ვუპასუხე: ბებო, რაღაცის მოძიება რომ გინდა, გუგლში უნდა ჩაწერო-მეთქი.
მოკლედ, წამოსვლის წინ მანქანის გასაღები დავკარგე და ვეძებ, გადავაბრუნე ყველაფერი, მაგრამ ვერ ვპოულობ. სონა ბებო მოვიდა და მეუბნება: დაგუგლე და იპოვიო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოერიდეთ მაგიდაზე სანთლების გამოყენებას, რადგან გველს ცეცხლის ეშინია...“ - როგორი უნდა იყოს 2025 წლის საახალწლო სუფრა?
წყარო: tbiliselebi.ge