ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც სიახლეებზე ისაუბრა და ვაჟის დაქორწინების ამბავზე.
ცნობისთვის, ახალგაზრდა წყვილმა ქორწილი პოლონეთში გადაიხადა.
„25-კაციანი შეკრება მქონდა, საახლობლოში. სუფთა ევროპული ქორწილი იყო. დამიწერეს - ბესო ჩუბინიძეს ტატუიანი რძალი ჰყავს? - ვუპასუხე, კი მერე?. რა უნდა მეთქვა. პროფესიით ფინანსისტია და მოდელი.პოლონეთში რომ ჩავედი, მაჩვენა პირველი ქორწინების მოწმობა და ვხედავ, ბაჩო ჩუბინიძე, მაგდა ჩუბინიძე. ანუ ბაჩომ ცოლი თავის გვარზე გადაიყვანა…კიდევ ერთი სასიამოვნო დამთხვევაა, ჩემი მძახლები ადამი და ევა არიან“, - ჰყვება ბესო ჩუბინიძე.