Digest Logo

🎥 „დათო საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო, დედა ვერასდროს აჩერებდა...“ - რას ჰყვება თათია კენჭიაშვილი ძმაზე?

1750362062
თათია კენჭიაშვილი

მომღერალი დათო კენჭიაშვილი დასთან, თათია კენჭიაშვილთან ერთად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ სტუმრად იმყოფებოდა.

თათია კენჭიაშვილმა ძმაზე და ბავშვობაზე ისაუბრა:

„ძალიან კარგი და მშვიდი ბავშვობა გვქონდა, ზოგჯერ აქტიურიც. დათო საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო, დედა ვერასდროს აჩერებდა. გარეთ თუ გავიდოდა სახლში არ ვიცით როდის ბრუნდებოდა. იყო სულ ამაზე საუბარი დათო სად არის. სულ დედას ხმა ისმოდა და მეზობლებს ეკითხებოდა დათო ჰო არ გინახავთო. მე ვიყავი ამ ყველაფრისგან ძალიან დაღლილი. არ მჩაგრავდა და უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით.

დღემდე ასე ვართ. არ არსებობს დღე საათი არ მივწეროთ ან არ ვნახოთ ერთმანეთი. თუ რა თმა უნდა საზღვრებს გარეთ არ ვართ, მაგრამ სულ ვცდილობთ ერთად წავიდეთ ყველგან. ასაკთან ერთად უფრო მეტად ვუფრთხილდები ამ ყველაფერს. დედის როლიც დიდია, როგორ აღზრდი, რადგან არაფერი უნდა იყოფოდეს და მეტი არც ერთს უნდა შეხვდეს. ერთად ვისვენებდით და ყველაფერს ერთობით ვაკეთებდით“, - ჰყვება თათია კენჭიაშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამ სიმღერით გავაცილე...საოცრად მუსიკალური ადამიანი იყო...“ - დათო კენჭიაშვილი გარდაცვლილ დედას ემოციურად იხსენებს

🎥 „დიდხანს გამოგვივიდა საიდუმლოს შენახვა...“ - ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილს ელოდება

🎥 „თქვენს წინაშეა...“ - Geo Team-ი ზურიკო დავითაშვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს