საქართველოს აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის დაცვის უფროსი ვანო კობაიძე სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
„პირველი ბავშვი, როცა მეყოლა პატრიარქის დედის სახელი - ნატალია დავარქვი. როცა უწმინდეს ეს ვუთხარი, მითხრა, მალე გიორგიც იქნებაო. ამ სიტყვებიდან 1 წლის შემდეგ გვეყოლა მეორე შვილი, რომელსაც გიორგი, პატრიარქის მამის სახელი დავარქვით.
დაცვის ბიჭებს, ვისაც წლები შვილი არ უჩნდებოდა ყველას ბავშვები შეეძინა, ყველას ბიჭები“, - იხსენებს ვანო კობაიძე.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
„ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ და მინდა, ქართველ ხალხს მოვუხადო მადლობა“ - ილია მეორის დაცვის უფროსი