Digest Logo

„დაუჭირე მხარი ონლაინ“ - გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ტოპ-ცენტრის ტიტულისთვის იბრძვის

1712403811
გიორგი შერმადინი

ლენოვო ტენერიფეს ვეტერანი ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ცენტრის ტიტულისთვის იბრძოლებს, რა შემთხვევაშიც შეჯიბრების პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდება.

ხმის მიცემა ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყო, ფანების გარდა კი, მერვედფინალში გასული კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები და ასევე ჟურნალისტებიც გამოიკითხებიან. პროცედურა მარტივია. შედიხართ წარმოდგენილ ვებგვერდზე, ნიშნავთ ქართველ ცენტრს და აძლევთ ხმას.

შერმადინს 9 კონკურენტი ჰყავს. თუ ვინ გახდება საუკეთესო ცენტრი ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალისას“ შევიტყობთ, რომელსაც 26-28 აპრილს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს. მაშინ გამოცხადდება სეზონის MVP, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე, საუკეთესო მცველი და საუკეთესო მწვრთნელიც. ასევე დასახელდებიან პირველი და მეორე სიმბოლური ხუთეულების შემადგენლობაც.

საინტერესოა, რომ 2019-20, 2020-21 და 2021-22 წლების სეზონებში შერმადინი პირველ სიმბოლურ ხუთეულში ხვდებოდა, გასულ სეზონში კი ის მე-2 სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს. მიმდინარე სეზონში ქართველი ცენტრის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 21.2 წუთი, 12.2 ქულა, 4,6 მოხსნა, 1.8 პასი.

ლენოვო ტენერიფე იმისთვის იბრძვის, რომ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალში“ ზედიზედ მესამედ გავიდეს.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ყველაფერი გვიბრუნდება ცხოვრებაში, სიკეთის კეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე ცუდის“ - ბადრი ვადაჭკორიას გულახდილი ინტერვიუ

ქუთაისში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა - ახალშობილის დედის პირველი კომენტარი

„ჩემი ბავშვობის ფოტო, რომელიც ჩემს ძმას ჩემოდანში ედო“ - ნუცა ბუზალაძის ემოციური ფოტო