ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია ა-ში გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი ნეაპოლში გაიტანა, სადაც მისი „ნაპოლი“ „უდინეზეს“ ხვდება.
ბურთი შეხვედრის მეორე ნახევარში, 74-ე წუთზე გავიდა.
პირველ ტაიმში კი კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც პიოტრ ზილინსკიმ გამოიყენა. საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე ასევე საგოლე პასია, რომლის შემდეგაც ჯოვანი სიმეონემ გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა:
„რა თქმა უნდა, მომენატრა ეს გრძნობა. ასეთი ხანგრძლივი უგოლო სერიის გამო ყველა ფეხბურთელი ინერვიულებდა, მაგრამ მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე.
„სასუოლოს“ შემდეგ ეს პირველი მოგება იყო და ასე უნდა განვაგრძოთ. მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტეთ, უნდა დავუბრუნდეთ ისეთ ფეხბურთს, როდესაც ბურთს ვაკონტროლებთ. ვფიქრობ, დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ.
აჩვენა თუ არა ცუდი სტარტის შემდეგ დღეს „ნაპოლიმ“ თავისი ნამდვილი სახე? შეიძლება, ასეცაა. ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა დღეს, ჩვენ ამ კლუბისთვის ჩვეულ სიმაღლეზე უნდა ვიყოთ. ფორცა, „ნაპოლი““, – ამბობს კვარაცხელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „დღეიდან რაპუ ვარ“ - ბაბი კირკიტაძემ იმიჯი შეიცვალა
🔵 „ჩვენში სასკოლო დისციპლინა და წესრიგი ძალიან მოიკოჭლებს“ - გია მურღულია
🔵 პირველადი დახმარება ცოფისა და ნაკბენის დროს - არჩილ მარშანიას რჩევები