Digest Logo

„ჩვენში სასკოლო დისციპლინა და წესრიგი ძალიან მოიკოჭლებს“ - გია მურღულია

1695827001
გია მურღულია ფილოლოგი

„ჩვენში სასკოლო დისციპლინა და წესრიგი ძალიან მოიკოჭლებს. ერთი (ასეთი ბევრია) სამწუხარო მაგალითი - არ შეიძლება სკოლაში არ დადიოდე და ისე „იღებდე“ ფორმალურ ზოგად განათლებას“ , - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორი - გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„სკოლაში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს: დირექტორს, მის მოადგილეს, მასწავლებლებს, დამლაგებლებს...

ის, ასევე, აქვთ მოსწავლეებსაც.

გიყვარდეს მოსწავლე და პატივს სცემდე მის უფლებებს - სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ დისციპლინა არ მოსთხოვო და ყველაფრის უფლება მისცე.

მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ საერთო პასუხისმგებლობის (ასეთიც არსებობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და ურთიერთობათა ჰარმონიას ქმნის) მონაწილეა.

სიყვარული არ ნიშნავს ბრმა უგნურებას - ის უნდა აშენებდეს და არა ანგრევდეს.

ჩვენში სასკოლო დისციპლინა და წესრიგი ძალიან მოიკოჭლებს.

ერთი (ასეთი ბევრია) სამწუხარო მაგალითი - არ შეიძლება სკოლაში არ დადიოდე და ისე "იღებდე" ფორმალურ ზოგად განათლებას.

თუ სარეფორმო გზაზე წარმატების მიღწევა გვსურს, ეს პრობლემა (დისციპლინის ნაკლებობის) უნდა გადავწყვიტოთ, ოღონდ არა ძალდატანებითა და აკრძალვებით, არა სასკოლო დიქტატურით (ამის დრო დიდი ხანია წავიდა), არამედ პედაგოგიკის მაღალი კულტურით.

ასეთი კულტურის მიღწევას ბევრი სწავლა, შრომა და გარჯა, მოკლედ - წლები, სჭირდება - სხვანაირად წარმატება ვერ მიიღწევა.

სამყარო წესრიგია.

მისი შეცნობა და გონივრული ცხოვრებაც წესრიგს მოითხოვს.

მხოლოდ ამის მცოდნე და რეალობაში გამტარებელი საზოგადოება მოახერხებს კარგი სახელმწიფოს აშენებას.

თავისუფლებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც წესრიგს ქმნის“,- წერს გია მურღულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „სარდაფში ვიმალებოდით... იბომბებოდა ქალაქი... მას შემდეგ ბავშვობაში წლები თვითმფრინავის და ვერტმფრენის ხმის მეშინოდა...“ - გიორგი გასვიანი

🔵 პირველადი დახმარება ცოფისა და ნაკბენის დროს - არჩილ მარშანიას რჩევები

🔵 „საღამოს 21:00 საათიდან ხვალ, დილის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება“- GWP განცხადებას ავრცელებს