დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
არასრულწლოვნის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება.
👉დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი ეტყობა.
„სადღაც 11 საათიდან ვეძებთო. ჩვენ რომ გამოვედით 1 საათი იყო. დავდიოდით ქალაქში, მთლიანად უბანში, მერე ჯგუფში დაიწერა პეტრიწზეაო, იქ ასვენია“, - ამბობს „ფორმულასთან“ ერთ-ერთი მცხოვრები.
„ასე ცუდად ალბათ არასოდეს არ ვყოფილვარ,13 წლის ბავშვის ცხედარს დავყურებ,სისხლი გამეყინა,ვეღარ ვაზროვნებ,რას ვწერ არ ვიცი. მარტო ის ვიცი,რომ აქ უკვე საშიშია ცხოვრება!!!“, - წერს სოციალურ ქსელში ირინა ზარანდია.
ასევე დაგაინტერესებთ: