Digest Logo

„სულ მეუბნებოდნენ, როდესაც გოგონები გამიჩნდა, არ იცი, წინ რამხელა ბედნიერება გელოდებაო...“ - გია ბაღაშვილი შვილებზე

1678992407
გია ბაღაშვილი

„იუმორინას“ მუსიკალური ხელმძღვანელი და პროდიუსერი „ფორტუნასთან“ შვილების შესახებ საუბრობს.

👉„ბედნიერება და სიხარული თქვენს ოჯახებს!“ - გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

„მამაჩემი და მე ახლაც ისეთივე ინტენსივობით ვმუშაობთ ერთობლივად, როგორც ადრე. ეს ეხება არა მხოლოდ „იუმორინას“, სადაც ის არის უცვლელი სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი, არამედ – „ჩვენ შოუსაც“. ეს უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის.

რაც შეეხება ჩემს შვილებს, როგორც მსმენელები, ისინი ჩართულები არიან ჩვენს საქმიანობაში, ესწრებიან ხოლმე სატელევიზიო გადაცემების ჩაწერასაც და რეპეტიციებსაც. ძალიან მოსწონთ ეს ყოველივე და თავიანთ მოსაზრებებსა და სურვილებსაც გვიზიარებენ. მე ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად ვარ ჩართული ჩემი ოთხივე გოგონას სწავლა-განათლების პროცესში. მიხარია, რომ კარგ განათლებას იღებენ, მათ შორის მუსიკალური აღზრდის კუთხით. დიდი ბედნიერებაა, რომ ისინი სწავლობენ ჩემს მშობლიურ „ნიჭიერთა ათწლედში“, ისეთ საოცარ, მართლაც მსოფლიო დონის პედაგოგებთან, ვინც თავის დროზე მე მასწავლიდა – ქალბატონ ბაია სარჯველაძესთან, ქალბატონ დიანა მელაძესთან და სხვა შესანიშნავ სპეციალისტებთან.

ხშირად ვსაუბრობ ჩემს გოგონებთან ზუსტად ისე, როგორც ვსაუბრობდით მე და მამა. იმავეს ვეტყოდი მათ, რაც მამაჩემმა მითხრა თავის დროზე, როცა გავუმხილე, რომ კონსერვატორიაში მინდოდა სწავლა მუსიკის თეორიის ფაკულტეტზე. მამამ მომიწონა გადაწყვეტილება და მითხრა, თუ გააგრძელებ ამ გზას, ხომ კარგი, თუ არადა, ერთი განათლებული კაცი შერჩება ქვეყანასო. წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, რა გზას აირჩევენ. ეს თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს მომავალში, რაშიც მე ყოველთვის მაქსიმალურად შევუწყობ ხელს. მანამდე კი ბევრი რამ უნდა მოსინჯონ, არაერთ შემეცნებით სფეროს გაეცნონ და თავად გამოიტანონ დასკვნა, თუ რა მოსწონთ ყველაზე მეტად და რა იტაცებთ. ვფიქრობ, ეს აუცილებელია, საიმისოდ, რომ საყვარელ საქმეს მიაგნო, ხოლო თუ არ გიყვარს შენი საქმე, მაღალ მიზნებს ვერასოდეს მიაღწევ. თავისუფლების მრავალი განმარტება არსებობს, მათ შორის განსაკუთრებით მომწონს ის, რომ თავისუფლება ეს არის ხელმისაწვდომ არჩევანთა სიმრავლე და ვცდილობ, ჩემს შვილებს ეს არჩევანი ჰქონდეთ.

როგორია გოგონების მამობა?

ფანტასტიკური. სულ ამას მეუბნებოდნენ, როცა გოგონები გამიჩნდა, არ იცი, წინ რამხელა ბედნიერება გელოდებაო. მართლაც ასეა. ღვთის საჩუქარი და საოცრებაა და არ ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ­ - ამბობს გია ბაღაშვილი „ფორტუნასთან.“

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რომ მეუბნებოდნენ, რომ გოგონები მამის ყველაზე დიდი ძმაკაცები იყვნენ, არ მჯეროდა, როცა თავად ვნახე, ეს ნამდვილი საოცრება და ჯადოსნობაა..“ - გია ბაღაშვილი

🔘„აქ რა ხდება? რა კარგი წყვილი ხართ“ - შორენა ბეგაშვილის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა

🔘 🎥 გაიცანით წყლის ჭავლთან მოხტუნავე გოგო წითელი შარვლით - „მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, ეს დღე­ე­ბი ხალ­ხი შე­მო­დის, მადლო­ბას მიხდიან“

წყარო: fortuna.ge