Digest Logo

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით“ - ირაკლი ღლონტის ემოციური პოსტი

1679030059
ანი ანი ანი

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არასრულწლოვნის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება.

👉დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი გამოეხმაურა და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„უმძიმესი ამბავია დიღომში ! 12 წლის გოგონას დაკარგვა სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში, სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.

გარდაცვლილია პატარა ანგელოზი, უმძიმესია ეს ღამე... იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც... პირველ რიგში მოქალაქე და მამა ვარ. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს დანაშაულის გამოძიება, განსაკუთრებით შვილებს აქვს სიცოცხლის უფლება !

სამძიმარს ვუცხადებ მშობლებს ! ეს იქ ვერ შევძელი... ან როგორ უნდა მეთქვა რამე“, - წერს ირაკლი ღლონტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

🔵„სულ მეუბნებოდნენ, როდესაც გოგონები გამიჩნდა, არ იცი, წინ რამხელა ბედნიერება გელოდებაო...“ - გია ბაღაშვილი შვილებზე

🔵„ამდენი ხალხი კითხულობთ ამ უზრდელი კაცის სამარცხვინო სტატუსს და იღრიჭებით“ - რას წერს მაკა რაზმაძე