
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ცნობილი ქართველი სპორტსმენი ლუკა კურტანიძე გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც მან ცხოვრების რთულ გზებზე, პირადსა და საკუთარ რადიკალურ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„ლუკა-ელდარ კურტანიძე არის ქართველი ქრისტიანი, რომელიც უფლის და სამშობლოს სადიდებლად იბრძვის, ასე ვიცხოვრე მთელი ცხოვრება.
დავიბადე აფხაზეთში, საქართველოს ულამაზეს კუთხეში და ვარ ის ქართველი, რომელიც დღემდე ცხოვრობს სამშობლოს სიყვარულით!
წმინდანი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, ვიყო ადამიანი, რომელიც დააგროვებს იმ დოვლათს, რომ ღმერთთან წელგამართული ვიყო.
ვარ ძველ ქართველი, ტრადიციაზე შეყვარებული ადამიანი, ქართველები წვერს ატარებდნენ, შავად შემოსილები“, - ამბობს ლუკა კურტანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სასწრაფო გამოიძახეთ, ძალიან ცუდად ვარ, მომხედეთ“ - რას წერდა ვანო ნადირაძე მებრძოლს გარდაცვალებამდე
🎥 მავნე ცხიმი მარგარინში - არის თუ არა ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიში
🎥 სარწყავ არხში ჩვილის ცხედრის პოვნის დეტალები - ვინ და რატომ გაიმეტა ახალშობილი?