Digest Logo

🎥 სარწყავ არხში ჩვილის ცხედრის პოვნის დეტალები - ვინ და რატომ გაიმეტა ახალშობილი?

1750616492
მარნეულიმარნეული

მარნეულის რაიონი, სოფელი წერეთელი - ეს უმძიმესი ამბავი ადგილობრივებში ელვის სისწრაფით გავრცელდა - სარწყავ არხში მოზარდებმა ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს. ახალშობილი თავიდან სათამაშო თოჯინა ეგონათ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საქმე შემზარავ დანაშაულთან ჰქონდათ.

ქალი, რომლის სახლთანაც ახალშობილი ბიჭი სარწყავ არხში იპოვეს, „კურიერი P.S.-ს" შემთხვევის ადგილს აჩვენებს. გვიყვებიან, რომ ფაქტი ყველასთვის დაუჯერებელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. გარდაცვლილი ჩვილი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, პოლიცია კი ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.

„კურიერი P.S.-თან" მომხდარს იხსენებს ის მოზარდიც, რომელმაც სახლის მიმდებარედ სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი პირველმა ნახა.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალშობილი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერ ჭაში ჩააგდეს, დინებამ კი, წყლის მილის გავლით საცხოვრებელი სახლების გასწვრივ მდებარე არხში გამორიყა. ცხედარი სწორედ იმ ადგილას ნახეს, სადაც არხში დამცავი ბადეა მოწყობილი.

რა იციან მომხდარის შესახებ სკოლაში? დირექტორი ამბობს, რომ ფაქტი საგანმანათლებლო დაწესებულებას არ უკავშირდება და გამორიცხავს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წავიდეს.

არავინ იცის, ვინ და რატომ გაიმეტა დაბადებიდან რამდენიმე საათში მცირეწლოვანი. სოფელში ვარაუდობენ, რომ ჩვილის დედა შესაძლოა თავადაც არასრულწლოვანი იყოს. ფსიქოემოციურ ფონზე მიღებული დანაშაულებრივი ნაბიჯი თუ იძულება? - გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

ფსიქოლოგი ნინა გოგოხია უკვე წლებია მუშაობს ქალებთან, რომლებსაც შესაძლოა კანონთან პრობლემები ჰქონდეთ, მის პაციენტებს შორის ყოფილან ისეთებიც, რომლებიც სასჯელს სწორედ შვილის მკვლელობისთვის იხდიან. გვიყვება, თუ რა შეიძლება ვითარდებოდეს ადამიანის გონებაში, როცა ის მსგავს დანაშაულზე მიდის.

მარნეულის რაიონში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ბრალდება, სავარაუდოდ, გადაკვალიფიცირდება მას შემდეგ, რაც პოტენციური დამნაშავის ვინაობა და მოტივი დადგინდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა

🎥 მთავარსარდალზე თავდასხმა, ტრამპის დაღუპვა, ჩინეთი-ამერიკის დაპირისპირება და ბალისტიკური რაკეტის გამოყენება - გოგა მანიას მძიმე წინასწარმეტყველება

„ამერიკა უდიდეს დარტყმას მიაყენებს მტრებს, დაარტყამს ირანს, მსოფლიო ხმასაც ვერ ამოიღებს და აღსრულდება წინასწარმეტყველება - მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია!“ - რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია