Digest Logo

დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

1632758850
დავით სოკოლოვი

ლეგენდარული ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი მაკა რაზმაძე აქვეყნებს:

„ჩემი უსაყვარლესი მეგობარი წავიდა...ტელელეგენდა დავით სოკოლოვი გარდაიცვალა...“ - წერს რაზმაძე.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.

საქართველოს პირველმა არხმა მას მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა.