Digest Logo

დავითაშვილი დღეს „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში სეზონის პირველ ტესტ-მატჩს გამართავს

1751726036
 ზურიკო დავითაშვილი

დღეს, 5 ივლისს „სენტ-ეტიენი“ პირველ ამხანაგურ მატჩს თბილისის დროით 20:30 საათზე, შვეიცარიულ გუნდ „ეტუალ კარუჟთან“ გამართავს. მატჩი ანდრეზიე-ბუტეონში, „ენვოლის“ სტადიონზე გაიმართება.

Le Progrès-ის ცნობით, ამ მატჩისთვის განკუთვნილი 3000 ადგილიდან 700 უკვე გაყიდულია. „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა, ნორვეგიელმა ერიკ ჰორნელანდმა განმარტა, რომ პირველ ტესტ-მატჩში შემადგენლობაში ბევრი ცვლილების შეტანა მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ „მწვანეების“ მწვრთნელმა განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილი, სავარაუდოდ, პირველ მატჩს ზურგის პრობლემების გამო გამოტოვებდა, რეგიონული გაზეთის ცნობით, ქართველი საბოლოოდ სასტარტო შემადგენლობაშია.

„დავითაშვილი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადება. როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადში არ არიან ლუკას სტასინი და აიმენ მოუეფეკი, რომელიც გამოჯანმრთელების პროცესშია, ასევე ბენჯამინ ბუშუარი და იგორ მილადინოვიჩი, რომლებსაც ზურგის ტრავმა აწუხებთ.

სეზონის დასრულების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ბევრი ცვლილების შეტანა მოგვიწევს. ორ-ნახევარი კვირა ვვარჯიშობდით და ახლა პირველ მოსამზადებელ შეხვედრას გავმართავთ და ამიტომ ყველა ფეხბურთელს ვათამაშებთ“, – ამბობს „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი ყოველი დილა ტირილით იწყებოდა...“ - რა გზა გაიარა ლინდა ადამიამ ჭარბი წონის დასამარცხებლად?

⭕„გამოიწვევს ტემპერატურის პირველ, შეკავებულ და ლოკალიზებულ ვარდნას...“ - რას წერს კობა ფარტენაძე მსოფლიოში არსებულ კლიმატზე

⭕„უკან იხევ, რადგან ზურგი გტკივა...მე ოქტაგონში ხელის გარეშეც შევიდოდი!...“ - ილია თოფურია არმან ცარუკიანს

წყარო: 1tv.ge