Digest Logo

„დავპურდით მთელი გუნდი... ყურადღება არის ადამიანის საუკეთესო თვისება“ - რას ჰყვება მარიკა ბაკურაძე ანრი ჯოხაძეზე

1710330635
ანრი ჯოხაძეზე

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში ანრი ჯოხაძეს მადლობას უხდის.

მარიკა ბაკურაძე ჰყვება, რომ სამსახურში ღამით მუშაობისას ანრი ჯოხაძემ მას და მის გუნდს უამრავი საკვები და სასმელი გაუგზავნა.

მისი თქმით, ყურადღება საუკეთესო ადამიანის თვისებაა.

„ოსკარის შემდეგ რომ ფოტოები იდება, როგორ ჭამენ სპილბერგები და ბრედ პიტები ჰამბურგერებს ოსკარით ხელში, დაახლოებით ეგეთ ისტორიას ვყვები ახლა: ღამის 3:30 საათიდან სამონტაჟოში ვიჯექი, როგორც კი წუხანდელი პირდაპირი ეთერი დაიწყო. თან ფბ-ზე ვიჭყიტები და ვხედავ, ანრი ჯოხაძე წერს, მოდით ჩემთან, ერთად ვუყუროთ ოსკარს და სასუსნავები წამოაყოლეთო, მე კი მქონდა ჩანთაში ჩაგდებული 1-2 ცალი ბუბლიკი, მაგრამ ანრისთან რა გემრიელობა დატრიალდებოდა, ადვილად წარმოსადგენია. გამექცა თვალიც და გამექცა კომენტარიც, მივუწერე, ეჰ, სამონტაჟოში მჯდომი მშიერი ხალხი.

გადის 1 საათი, დილის 05:00-ზე „იმედის“ ჭიშკართან მოდის ტაქსი, სავსე მენიუ! ხალხო! სასუსნაოც აღარ ჰქვია ამას, სუშები, ნაგეთსები, ცივები, ცხელები! მისაყოლებელი, მოსასვენებელი! დავპურდით მთელი გუნდი, ვიფუფუნეთ, გაცილებით ლამაზი გამოჩნდა ყველა მსახიობი და რეჟისორი.

ანრი! ყურადღება არის ადამიანის საუკეთესო თვისება (მე ასე ვფიქრობ). არ ვიცი რა ვთქვა“, - წერს მარიკა ბაკურაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕13 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის გაზაფხული განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება - ასტროლოგები ასახელებენ