Digest Logo

„ვიცი როგორი სათუთი იყო შენთვის მამის სიკაშკაშე, მაგრამ არასდროს არ ყოფილხარ მის ჩრდილში“ - მიშა მესხი გომიაშვილს ემშვიდობება

1663085435
მიშა მესხიმიშა მესხიმიშა მესხი

გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი მიხეილ გომიაშვილი. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში კოლეგა მიშა მესხი ეხმიანება და მეგობარს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.

„ჩემო მიშა, რამდენიმე საათის უკან გავიგე შენი წასვლის ამბავი. ჩემო მიშა, შენ ის ბიჭი ხარ, რომელმაც დაამწუხრა ყველა, ვინც გიცნობდა და ვინც არ გიცნობდა.

მარტო იმის გამო არა, რომ დიდი არტისტი ხარ, დიდი ძმაკაციც ხარ, დიდი ქართველიც ხარ, მაგარი გვერდზე მდგომიც. კამერის წინ ბევრჯერ მოგვიწია დგომა, მაგრამ კამერის მიღმაც მახსოვს ამბები, სადაც დავინახე ის ნამდვილი მიშა, რომელმაც ესე შემაყვარა თავი, ბევრჯერ მინახავს როგორ დადგომიხარ გვერდში სრულიად უცნობ ადამიანებს.  

ვიცი როგორი სათუთი იყო შენთვის მამის სიკაშკაშე, მაგრამ არასდროს არ ყოფილხარ მის ჩრდილში.
იმიტომ, რომ შენ თვითონა ხარ გომიაშვილი  I Dios AMIGO“ , -წერს მიშა მესხი.

აგრეთვე წაიკითხეთ👇

🔵თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან გამნაღმველები მუშაობენ - შენობიდან თანამშრომლები და მოქალაქეები გამოჰყავთ

🔵კრიმინალური ვენდეტა ოზურგეთში - რა წერია წერილში, რომელიც დაჭრილის საძინებლიდან ამოიღეს

🎥 როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილი ბაღში მიყვანის დროს ტირის - ბავშვების მომზადება სკოლისთვის