Digest Logo

🎥 „დედამ ერთგულების მასტერკლასები ჩაგვიტარა მე და ჩემ დას…“ - რას ჰყვება მარინა ბედოშვილი?

1741015410
მარინა ბედოშვილი

დღეს 2025 წლის სამი მარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ დედის დღეა. სამყაროში რთულად მოიძებნება ასეთი განსაკუთრებული გრძნობა და პროფესია, რომელსაც დედობა ჰქვია. დედა არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის ფასად, ნებისმიერ სიტუაციაში შვილისთვის თავი გაწიროს.

აღნიშნულ თემას მიეძღვნა დღევანდელი გადაცემა „დღის პოსტიც“, სადაც დედები შვილებთან ერთად ეთერს სტუმრობდნენ. დედის დღეზე გადაცემაში პედაგოგმა მარინა ბედოშვილმაც ისაუბრა:

„მინდა ყველა დედას მივულოცო დღევანდელი დღე. ძალიან წმინდა დღესასწაულია და წმინდა ჩემთვის. დიდ ილიას დავესესხები სიტყვებს, ჩემთვის ცოტა მზიან ჩრდილიანია ეს დღე. იმიტომ, რომ არ მეგულება დღეს საქართველოში ადამიანი, რომელიც დედას არ მიულოცავს ამ დღეს და ეს მზიანია. ჩრდილიანია, თუმცა იქაც მზე არის, იმიტომ რომ ამ დღეს ერთიანდება ჩემთვის ამ სოფლის და იმ სოფლის დედები. ჩვენ დედით ვიწყებით, მისით ვვარსებობთ და შვილებში ვგრძელდებით. დედა 32 წლის დაქვრივდა. გათხოვდა შორეულ აღმოსავლეთში, სამხედრო გარნიზონში. დედამ ერთგულების მასტერკლასები ჩაგვიტარა მე და ჩემ დას. ვკითხე ერთხელ - რა ჰქონდა ისეთი ამ კაცს  შორეულ აღმოსავლეთში რომ გაჰყევი ეს თბილისელი გოგო მეთქი. მან მიპასუხა - არაფერი შვილო ერთი სამხედრო ჩემოდანიო. ისეთი ლურჯი თვალები ჰქონდა და ისეთი სიყვარული შეეძლო, შორეულ აღმოსავლეთში კი არა იმის იქითაც წავყვებოდიო“, - ჰყვება მარინა ბედოშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ ლოს-ანჯელესში „ოსკარით“ დაჯილდოების 97-ე ცერემონია გაიმართა

🎥 „თვალებიდან აფრქვევდა საოცარ სითბოს და სიყვარულს“ - რა მასწავლა დედამ? სხვადასხვა ასაკის ადამიანების გულწრფელი და ემოციური პასუხები დედაზე

🎥 როგორი დედები არიან ზოდიაქოს ნიშნები? და რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი დედა? - ანზორ ოდიშარიას პროგნოზი