ყველასთვის საყვარელი გვანცა დარასელია ის ადამიანია, ვისაც არ უყვარს რისკი და ყოველთვის ცდილობს, დაფიქრდეს, გაიაზროს და ისე გადადგას ნაბიჯი. იგი წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ში“ მუშაობდა, არხის ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო. შემდეგ კი მან „იუთუბის“ პლატფორმაზე გადაინაცვლა და საკუთარი პოდკასტი გააკეთა.
ამჯერად, გვანცა სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, თუ როგორ გაატარა აღდგომა ქმრის, მჭედლიძეების ოჯახში:
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მჭედლიძეების კარ-მიდამოში. წარმოშობით მეგრელი ვარ, დედით ფშაველი, გათხოვებით ვარ კახელ-იმერელი. ლაგოდეხში არის იმერული სოფლები, ცხოვრობს იმერელი მოსახლეობა. აღდგომას აუცილებლად მოვდივართ, ფურნეში ვაცხობთ პასკებს, თბილისიდან ჩამოწერილი შეკვეთები მოგვაქვს.
კარგად მახსოვს დღე, ვახომ რომ სახლში ამომიყვანა და მშობლები უნდა გამეცნო, ძალიან ვნერვიულობდი. მაია ტრიალებდა, მე ჩემი მეგობრები მახლდნენ. გაგვიშალა ძალიან გემრიელი სუფრა. თურმე თავადაც ნერვიულობდა იმ დღეს.
დედამთილს ვერ ვეძახი სახელით. სულ მეუბნება, დამიძახე სახელი, ვერ მივეჩვიე. დედას რომ ეძახიან მე არ მომწონს. ბავშვების ენით ვეძახი, ბებო, ბაბუ, ვერ მივეჩვიე სახელით დაძახებას. უკვე რამდენი წელი გავიდა, მეთექვსმეტე წელი გახდება.
გაიცანით ჩემი მამამთილი სოსო მჭედლიძე, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, ჩვენ კარგი გუნდი ვართ. ეს არის კაცი, რომელიც იძინებს და იღვიძებს ნერვიულობაში, სულ დარდში და შფოთვაშია, რომ ყველას ყურადღება მიაქციოს, აბა ერთ შვილს, აბა მეორე შვილს, შვილიშვილებს.
მე ჩემი დედამთილისნაირ კერძებს ვერ ვაკეთებ, მაგრამ მეუბნება სწრაფი ხარო“, - ამბობს გვანცა დარასელია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ: