გადაცემის „პოსტ ალიონი“ სტუმარი მეან-გინეკოლოგ ეკა გრიგორაშვილი იყო, რომელიც სამი ტყუპის - ბაბის, ნიკოს და ანრიას დედაა.
მათი სტუმრობის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ დედაშვილობის საოცარი ისტორია აქვთ. ეკას ტყუპები ორსულობის 31 კვირაზე ეყოლა და მათი წონა 500, 650 და 700 გრამი იყო.
„3 თვე ინკუბატორში იყვნენ. საავადმყოფოდან რომ გამოგვწერეს, მათი ტანსაცმელი წამოვიღე, რომელიც არის რელიკვია და არასდროს დატოვებს ჩვენს სახლს.
ვფიქრობ, რომ სამი ტყუპის დაბადება გმირობა არ არის, მაგრამ დღენაკლულობა, გადარჩენა და შედეგის დადება, ეს არის გმირობა“, - ამბობს ეკა გრიგორაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „რომელი გინდა, ტამი ჯორი?“ - გიორგი მახარაძე შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს
⭕„ჩვენთვის ზაფხულის პირველი დღე 19 კვირის პრინცესასთან ერთად“ - რა ფოტოს აქვეყნებს ილია თოფურიას ცოლი