ქართველი პოეტის, შოთა ნიშნიანიძის დაბადებიდან 95 წელი გავიდა.
შოთა ნიშნიანიძემ ლექსების წერა სკოლის ასაკში დაიწყო, თუმცა აქტიური ლიტერატურული საქმიანობის დასაწყისი 1956 წელს უკავშირდება, როდესაც მისი პირველი პოეტური კრებული „მე და შენ“ გამოვიდა. მას შემდეგ პოეტმა არაერთი ნაწარმოები გამოსცა და 1975 წელს შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი გახდა.
პოეტი სხვადასხვა დროს გამომცემლობა „მერანსა“ და ჟურნალ „საუნჯეში“ მუშაობდა, 1984-86 წლებში კი, მწერალთა კავშირს ხელმძღვანელობდა. შოთა ნიშნიანიძე 1999 წელს გარდაიცვალა.
ცნობისთვის, შოთა ნიშნიანიძე საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ქეთი ხატიაშვილი ახალდაბადებულ შვილთან ერთად ქუჩაში გამოჩნდა - „არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ“