Digest Logo

დეკანოზი გაბრიელ ნათენაძე გარდაიცვალა - „საპატრიარქოს უწყებანის“ სამძიმრის წერილი

1763753483
დეკანოზი გაბრიელ ნათენაძე

20 ნოემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის კვირაცხოვლისა და მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრების წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ ნათენაძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს:

„ამა წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის კვირაცხოვლისა და მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრების წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ ნათენაძე.

დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება სამშაბათს, 25 ნოემბერს, 14:00 საათზე კვირაცხოვლის სახელობის ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გაბრიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. 

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გაბრიელი“, - წერია სამძიმრის წერილში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

ქარაზანიშვილების ოჯახური იდილია - „ულევი ბედნიერი დღეები გქონდეთ, უსაყვარლესებო“

„რა ლამაზი ხარ, ძალიან გიხდება“ - ნინო ჩხეიძე შავ ტანისამოსში პოზირებს

„პირის ღრუში ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის სუსტი მუშაობა, ინფექციები და სისტემური დაავადებები“ - მამუკა რაშოიანი