Digest Logo

„პირის ღრუში ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის სუსტი მუშაობა, ინფექციები და სისტემური დაავადებები“ - მამუკა რაშოიანი

1763747053
 მამუკა რაშოიანი

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც  პირის ღრუს მდგომარეობასა და ნაწლავებს შორის კავშირზე ისაუბრა:

„იცოდით, რომ პირის ღრუს მდგომარეობა პირდაპირ მოქმედებს ნაწლავებსა და მონელებაზე.

პირის ღრუში ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების ანთება და იმუნური სისტემის სუსტი მუშაობა.

ასევე შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ინფექციები და სისტემური დაავადებები, როგორიცაა გულის დაავადებები და დიაბეტი.

ამიტომ: „ნაწლავების ჯანმრთელობა იწყება პირიდან“.

ადამიანის ნერწყვი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც საკვების დაშლას პირიდანვე იწყებენ.

ის იცავს კბილებს, ინარჩუნებს pH-ს, ებრძვის ბაქტერიებს და ამზადებს საკვებს მომდევნო მონელებისთვის. ნერწყვის საკვებთან ერთად ყლაპვა მნიშვნელოვანია ნუტრიენტების უკეთ ასათვისებლად.

ჯანმრთელი პირი + ხარისხიანი ნერწყვი → უკეთესი მონელება კუჭში → დაცული ბაქტერიული ბალანსი ნაწლავებში → ძლიერი იმუნიტეტი.

მოკლედ რომ ვთქვათ, პირის მოვლა და სწორი ნერწყვ წარმოქმნა არის ჯანმრთელი მონელებისა და ნაწლავების საფუძველი“, - წერს მამუკა რაშოიანი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ის მიქრის წინ და უკან იტოვებს შთაგონების და ცეცხლის კვალს გულში, საქმეებში და ბედში“ - რას მოგვიტანს 2026 წელი

„მკაფიო ვერბალური ფორმულირებები, სწორად შერჩეული ინტონაცია, თქვენი სრულყოფილი პასუხი“ - მანიპულაციის საწინააღმდეგო 10 ფსიქოლოგიური თავდაცვის ტექნიკა

„ტკივილი გაჩვენებს იმას, რაც შენში ჯერ კიდევ სუსტია და გეუბნება: „აი, აქ უნდა გაიზარდო“... საჩუქრები მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც გაკვეთილები გულწრფელად გაიარა“ - ზაზა ჯაიანი