Digest Logo

„რა ლამაზი ხარ, ძალიან გიხდება“ - ნინო ჩხეიძე შავ ტანისამოსში პოზირებს

1763748735
ნინო ჩხეიძე

ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე, რომლის რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპმუსიკის ელემენტებს შეიცავს, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

მომღერალმა გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა, სადაც იგი შავ ტანისამოსში პოზირებს.

კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა:

„რა ლამაზი ხარ, ძალიან გიხდება“.

„შავი მარგალიტი“.

„ყველაზე დახვეწილი ქალი“, - წერენ კომენტარებში. 

ცნობისთვის, მომღერლის ცხოვრებაში სიახლეა. მისი ქალიშვილი, 21 წლის მარიამ კორახაშვილი კანადელ რჩეულზე დაინიშნა.

როგორც ნინომ აღნიშნა, ეს სიახლე მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„სულ ახალი ამბავია, რომ მარიამი დაინიშნა. ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა რომ ქართველი სიძე მყოლოდა. მინდოდა რომ ჩემ სიძეს ჩემით ეამაყა. პროტესტი მქონდა. მარიამი არის ძალიან გაწონასწორებული და ჭკვიანი. შენიშვნას ვერ გაბედავ.

თქმა ვერ გავბედე, მაგრამ ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ იყო ჩემი სიძე კანადელი. ძალიან მეგობრულად გამოვხატე. არ მეწყინა, მაგრამ მეგობრულად ვკითხე. დარწმუნებული იყო საკუთარ თავშიც და იმ ბიჭშიც, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი, მივხვდი, რომ არ შემცდარა ჩემი შვილი. საქსოფონზე უკრავს, გიტარაზე, მართლა კარგი ბიჭია“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„პირის ღრუში ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის სუსტი მუშაობა, ინფექციები და სისტემური დაავადებები“ - მამუკა რაშოიანი

„ის მიქრის წინ და უკან იტოვებს შთაგონების და ცეცხლის კვალს გულში, საქმეებში და ბედში“ - რას მოგვიტანს 2026 წელი

„მკაფიო ვერბალური ფორმულირებები, სწორად შერჩეული ინტონაცია, თქვენი სრულყოფილი პასუხი“ - მანიპულაციის საწინააღმდეგო 10 ფსიქოლოგიური თავდაცვის ტექნიკა