Digest Logo

დეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს

1778944143
 მამა შალვა კეკელია

„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებულად აღინიშნოს“, - განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

მან საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ დაგეგმილ მსვლელობას.

„ყველას მოვუწოდებ, რომ ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს და ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის, ოჯახის სიწმინდის, ილია მეორის და მისი ხსოვნის მიმართ, ასევე, ჩვენმა ახალმა პატრიარქმა იცოდეს რომ მთელი ერი მის გვერდითა, მასთან ერთად ვართ ყველანი და ჩვენ მას გვერდით დავუდგებით“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 საპატრიარქო: 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად საყოველთაო შეკრება საქართველოს 10 ქალაქში 10:00 საათზე, მსვლელობა კი 11:00 საათზე დაიწყება

⭕მტკივნეულია, როცა ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ გვიცნობენ, ასეთ მძიმე ბრალდებებს წერენ და ოჯახს ადანაშაულებენ იმ ტკივილში, რომელიც ჩვენთვის ისედაც უმძიმესია…“ - ირაკლი ლომაიას მიმართვა

⭕დღეს კუროს ნიშანში ახალი მთვარეა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს წარმატების მისაღწევად და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად