Digest Logo

მტკივნეულია, როცა ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ გვიცნობენ, ასეთ მძიმე ბრალდებებს წერენ და ოჯახს ადანაშაულებენ იმ ტკივილში, რომელიც ჩვენთვის ისედაც უმძიმესია…“ - ირაკლი ლომაიას მიმართვა

1778937441
ირაკლი ლომაია

ქალი, რომელსაც ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, 14 მაისს, გარდაცვლილი იპოვეს.

იგი მსახიობ ირაკლი ლომაიას მამიდა, რომელიც სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„ნეტავ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ასე უსამართლოდ და დაუფიქრებლად საუბრობს, ერთხელ მაინც დაენახათ, რამდენად ძლიერი, თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახი ჰყავდა მამიდას…
ღმერთო, თურმე სხვისი ტკივილის განხილვა და განსჯა რამდენად მარტივი ყოფილა ზოგი ადამიანისთვის…

ნეტავ ყველას ჰყავდეს ისეთი ოჯახი, როგორიც მამიდაჩემს ჰყავს. ნეტავ ყველას ჰყავდეს ისეთი მამიდაშვილები და ისეთი ბიძა, როგორებიც მე მყავს. ეს ადამიანები ჩემთვის სიყვარულის, ერთგულებისა და ადამიანობის მაგალითები არიან.
ძალიან მტკივნეულია, როცა ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ გვიცნობენ, ასეთ მძიმე ბრალდებებს სრულიად უსაფუძვლოდ წერენ და ოჯახს ადანაშაულებენ იმ ტკივილში, რომელიც ჩვენთვის ისედაც უმძიმესია…
არავის ვუსურვებ იმ მდგომარეობას, როცა საკუთარი ოჯახის სიყვარულისა და ერთიანობის დამტკიცება გიწევს უცხო ადამიანებთან. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ასეთ დროს თანაგრძნობის ნაცვლად, ამდენი ბოროტი და დაუნდობელი სიტყვა იწერება.

მინდა მხოლოდ ერთი რამ ვთქვა - სანამ ვინმეს განსჯას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, რომ ამ ყველაფერს ცოცხალი ადამიანები კითხულობენ, ადამიანები, რომლებიც უკვე უდიდეს ტკივილს ატარებენ…
ქრისტიანობა სიყვარულია…

თანაგრძნობა, ერთმანეთის გამხნევება, გვერდში დგომა და არა ადამიანის განსჯა მის ყველაზე მძიმე წუთებში…
დღეს ყველაზე მეტად სიჩუმე, ლოცვა და ადამიანობა გვჭირდება. უფალმა შეგინდოთ თითოეული სიტყვა, რომელიც ამ ტკივილის ფონზე დაიწერა…“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

ცნობისთვის, მზია ლომაიას ქუთაისში 6 მაისის შემდეგ ეძებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ლეგენდა თბილისშია…“ – საქართველოს იტალიელი მსახიობი, ორნელა მუტი ეწვია

⭕დღეს კუროს ნიშანში ახალი მთვარეა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს წარმატების მისაღწევად და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად

⭕მზე და 20 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 მაისს საქართველოში