
„ალისონი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. თუმცა 24 წლის მამარდაშვილმა უკვე მოიპოვა მაღალი კლასის მეკარის რეპუტაცია, მან ეს „ვალენსიაში“ და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ნაკრებთან ერთად დაამტკიცა“, – აღნიშნა „ლივერპულის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, დევიდ ჯეიმსმა.
„მან ითამაშა დიდ ტურნირებსა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და შესანიშნავ შედეგებს მიაღწია.
მამარდაშვილი უნდა დაელოდოს თავის მომენტს, რადგან ის აუცილებლად მოვა – თასის თამაშები, სანაკრებო შესვენებები და დამქანცველი სეზონი ნიშნავს, რომ ეს შესაძლებლობები გაჩნდება.
„ლივერპულის“ გადაწყვეტილება, რომ ახლა, პირობების შეთანხმებიდან ერთი წლის შემდეგ დაიმატოს იგი, გრძელვადიან დაგეგმვაზე მიუთითებს. მამარდაშვილი შეიძლება აწმყოს ნაწილი არ იყოს, მაგრამ ის ნამდვილად მომავლის ნაწილია. იგი უკვე მზადაა, ყურადღების ცენტრში მოექცეს“, – ამბობს „ლივერპულის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕ამინდი იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
წყარო: 1tv.ge