Digest Logo

1-ელი ივნისიდან სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი კამპანიების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყო

1780291824
სოცქსელები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიური გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.

„სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები, საქმიანობას განახორციელებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩემო ძვირფასებო, როცა მაქვს ფული, რომელსაც ჩემი შრომით ვშოულობ, თავად ვწყვეტ, სად დავხარჯავ მინდა გუჩიში, მინდა ვალენტინოში, როცა ნაკლები მაქვს, ზარაშიც შევდივარ“ - კოკი ფერაზი-ფანგანი

⭕1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა