დღეს, 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთის ქალაქ იენჩეპინგის „შტადსპარკსვალენზე“, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს შვედეთის ნაკრებთან.
ქართველ 21-წლამდელებს შესარჩევ ჯგუფში ექვსი ტურის შემდეგ 16 ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, შვედეთი 14 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ამ მატჩის მოგებით, საქართველოს ნაკრებს შეუძლია ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდოს, რაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში მოხვედრის წინაპირობა იქნება.
შვედეთის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი 15 ოქტომბერს ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).
მცველები: ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), ზურაბ რუხაძე („დილა“), გიორგი მაისურაძე („ჟიტომირი“, უკრაინა), ლადო ოდიშვილი („თელავი“), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი („იბერია 1999“), გიზი მამაგეიშვილი („იბერია 1999“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო“ რუსეთი), ნოდარ ლომინაძე („დილა), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი („დინამო თბილისი“), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი“ ფოთი), დავით გოცირიძე („დინამო თბილისი“).
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გაიგე, რატომ უნდა გქონდეთ სახლში თქვენი დაბადების თვის შესაბამისი მცენარე