11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024/25 წლის სეზონის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინასთან გამართავს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მდგომარეობა ერთა ლიგის B1 ჯგუფში
პოზნანში ერთმანეთს განსხვავებულ სიტუაციაში მყოფი გუნდები შეხვდებიან. სერგეი რებროვის კრიზისში მყოფი, მაგრამ ნიჭიერი ნაკრები და ვილი სანიოლის აღმავლობის გზაზე დამდგარი გუნდი, რომელმაც ევრო 2024-ის შემდეგ კიდევ უფრო მოუმატა.
რებროვის გუნდი ევრო 2024-ის პირველ ტურში რუმინეთთან (0:3) მტკივნეული მარცხის შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა. ევრო 2024-ზე ჯგუფიდან ვერ გავიდა და ერთა ლიგის ახალი სეზონი ცუდად დაიწყო, ალბანეთიდან (1:2) და ჩეხეთიდან (2:3) წააგო.
საქართველოს ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრების გული ლამაზი ფეხბურთით მოიგო.
წარმატებული ტურნირის შემდეგ სანიოლის გუნდმა სვლა არ შეანელა და ერთა ლიგაზე ჩეხეთსა (4:1) და ალბანეთს (1:0) სძლია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ბერძნული სენსაცია უემბლიზე, რომელიც გარდაცვლილ თანაგუნდელს მიეძღვნა
⭕სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორი: ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისა“ და მთლიანად ჩვენი ლიგის სიმბოლოა