Digest Logo

დღეს, 14 აპრილს, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს

1776172500
მამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს კვარცხელიას

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს, 14 აპრილს, მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართება, რა დროსაც ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კვლავ დაუპირისპირდებიან.

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა პარიზელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ბურთი მამარდაშვილის კარში სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ფულის ენერგია მოდის შენს ცხოვრებაში...“ - რას გვირჩევს თაკო მელიქიშვილი

„გავიარეთ 2026 წლის ყველაზე რთული თვეები და ტრანსფორმაციული პერიოდი, ენერგიების აღდგენა დაწყებულია“ - ხატია ბედოშვილი

ზვიად ახრახაძე, რომელსაც ოჯახი 5 აპრილიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს