დღეს 2026 წლის საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულთაგან გამოცხადდა 88%-ზე მეტი გამოსაცდელი.
ამ დროის მონაცემებით დაფიქსირდა გამოცდაზე დაგვიანების ორი შემთხვევა.
მასწავლებლებისთვის მომდევნო გამოცდა 7 ივლისს ფიზიკაში ჩატარდება, ხოლო ხვალ აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!