Digest Logo

დღეს ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

1775452125
ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება.

პროცესში ჩართვა ამჯერადაც ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზეა შესაძლებელი და ის 11 მაისამდე გაგრძელდება.

ცვლილების თანახმად, წელს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს, თუმცა კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფომ გრანტების გაცემაზე უარი თქვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ცნობარი რეგისტრაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა.

მასში გაწერილია ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებით, ასევე, არის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია, საგამოცდო პროცედურები, პროცესის ეტაპები და წესები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „იმ დილას ზედმეტად თბილი იყო... 24-მა რიცხვმა დაგვაკავშირა და 24-მა რიცხვმა წამართვა“ - ლიკუნა კუჭუხიძე