Digest Logo

🎥 „იმ დილას ზედმეტად თბილი იყო... 24-მა რიცხვმა დაგვაკავშირა და 24-მა რიცხვმა წამართვა“ - ლიკუნა კუჭუხიძე

1775418262
ლიკუნა კუჭუხიძე

ლიკუნა კუჭუხიძე, რომელიც უმძიმეს ავარიას გადაურჩა, სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილ მეუღლეზე ისაუბრა:

„ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. სრულიად სხვა სამყარო იყო. ქორწილის მაგიდაზე რომ ვიჯექით, ერთმანეთს ვეუბნებოდით - ჩვენ ეს შევძელით?! ვერ ვიჯერებდით რომ ის სიძე იყო, მე პატარძალი. ბაჩო ამბობდა - შვილი, რომ გვეყოლება მერე მივხვდებით, რომ ცოლ-ქმარი ვართო. ყველა გვეუბნებოდა რა კარგი წყვილი ხართო. ერთმანეთის ნაკლს ვფარავდით.

ბაჩო იყო სიცოცხლით სავსე, ენერგიული, მოსიყვარულე და სიცოცხლით სავსე. ვუყურებდი მას და ვფიქრობდი - ღმერთო რა დავიმსახურე ასეთი, რომ ბაჩო ჩემ გვერდით არის. ვნანობ ერთ რამეს - რომ ეს სიტყვები პირდაპირ ბაჩოსთვის არ მითქვამს. სიყვარულს მჩუქნიდა ყოველ დღეს. იმ დილას, 24 რიცხვში ზედმეტად თბილი იყო, მუცელზე მკოცნიდა, ორსულად ვიყავი. მე კიდევ მიკვირდა და ვუთხარი, პირველად ჰო არ მხედავ მეთქი. 24-მა რიცხვმა დაგვაკავშირა, გავიპარეთ ამ რიცხვში და 24-მა რიცხვმა წამართვა“, - ამბობს ლიკუნა კუჭუხიძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორც კი 18 წლის გახდები, მაშინვე ცოლად უნდა მოგიყვანოო...“ - რას იხსენებს ლიკუნა კუჭუხიძე

⭕ „მშვენიერი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს ანუკი არეშიძე

🎥 „ერთმანეთის სისხლს სვამდნენ...მემუქრებოდნენ გამოგშიგნავთ და დედაშენს მივუტანთო“ - „იმედის კვირის“ შოკის მომგვრელი რეპორტაჟი ნეონაცისტურ დაჯგუფებაზე