Digest Logo

„დღეს რა ფეხბურთიც ვაჩვენეთ, წარმოუდგენელი იყო... პირველი გოლი ჩემს ბავშვს და ლაშა ბექაურს მივუძღვენი“ - ხვიჩა კვარაცხელია

1725740934
ხვიჩა კვარაცხელია

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:1 ანგარიშით მოიგო.

მატჩის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთი გოლის ავტორმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა:

„გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებ. ჩემი აზრით, დღეს რა ფეხბურთიც ვაჩვენეთ, წარმოუდგენელი იყო. ვეცადეთ, რომ ლამაზი ფეხბურთი გვეჩვენებინა და ალბათ, გამოგვივიდა კიდეც.

ჩეხეთი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია, მაგრამ დღეს ჩვენი დღე იყო. შედეგი გამოიღო იმან, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში ძლიერები ვიყავით და ფეხბურთიც სწორედ ესაა.

პირველი გოლი ჩემს ბავშვს და ლაშა ბექაურს მივუძღვენი“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალი შეხვედრა 10 სექტემბერს ტირანაში ელის, მეტოქე კი ალბანეთი იქნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველო-ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ კუთვნილი ჯილდო მიიღო

⭕ჩეხეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

🎥 „დამალვას აზრი აღარ აქვს...“ - სოფია კვინიკაძე პირველ შვილს ელოდება