ყოფილი წყალბურთელი და ბოდიბილდერი მაკა ხიზანიშვილი იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში სულიერად არ დაეცეს, წინაღობების გადალახვისას კიდევ უფრო გაძლიერდეს, იყოს მუდამ ფორმაში, დაისახოს მიზანი და მის მისაღწევად ბევრი იშრომოს. მის ცხოვრებაში, მიუხედავად ბევრი რთული პერიოდისა, არაერთი წარმატება იყო.
მაკა ხიზანიშვილი სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც სოცქსელებზე ისაუბრა:
„რა თქმა უნდა ნახვებს ვამოწმებ, მაგრამ გული არ მწყდება ხოლმე. არის ვიდეოები, რომლებსაც აქვს მილიონი ნახვა, ზოგს კიდევ 20-30 ათასი. თავისით ხდება. გააჩნია რას დადებ. ყველაზე მაგარი იყო ის ვიდეო თქვენთან ერთად რომ დავდე. დღესაც მლანძღავენ.
შედარებით მოწესრიგებული უნდა იყო, როცა პოპულარული ხარ სოციალური ქსელით. ადრე ქუჩაში რომ გავიდოდი დიდად ამას არ ვაქცევდი ყურადღებას. ახლა კიდევ ვცდილობ საუბარიც ვაკონტროლო. ვირაცამ რაღაც არ გადაიღოს, უფრო შებოჭილი ვარ“, - აღნიშნა მაკა ხიზანიშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შენ სხვას ვერ გადაარჩენ: ია ბერსენაძე ბავშვობის ტრავმებსა და ინსტინქტებზე