Digest Logo

🎥 ია ბერსენაძე: „ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ახალ წელს სასაფლაოზე ხვდება, ეს ნორმალური არ არის“ - გლოვის კულტურა ქართველ ერში

1772728820
ია ბერსენაძე

პიროვნული განვითარების ტრენერი ია ბერსენაძე სტუმრად გადაცემაში „ცოდნისმოყვარე პოდკასტი“  იმყოფებოდა, სადაც საქართველოში გლოვის კულტურაზე  ისაუბრა.

მისი თქმით, სასაფლაოზე ახალ წელს შეხვედრა ძალიან დიდი შეცდომაა და ნორმას არ ექვემდებარება:

ჩვენ გვაქვს გლოვის კულტურა. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ახალ წელს სასაფლაოზე ხვდება, ეს ნორმალური არ არის. ტკივილი არის შიგნით. არასდროს არ არის ტკივილი რიტუალური, თუმცა კულტურული კოდი არის.

ევოლუცია ეს არის ადაპტაცია. ადამიანი, რომ გაჩნდა მას მიეცა სიცოცხლე, ამასთანავე მიეცა ინფორმაცია სიკვდილის შესახებ. დაბადება უკვე ნიშნავს სიკვდილს. ადამიანი რომ დაიბადება, იცის რომ მოკვდება. ეს მომენტი სიკვდილის რაც შეიძლება უნდა გადასწიოს - ეს მან იცის. რაც შეიძლება მალე უნდა ადაპტირდეს გარემოსთან, რომ სიკვდილი შეანელოს.

ადამიანი მოვიდა იმისთვის, რომ შენი გენეტიკა მაქსიმალურად გამრავლდეს. ამიტომ ადამიანს აუცილებლად სჭირდებათ გამრავლება. ცხოველებს მაგალითად ასეთი ცნობიერება არ აქვს, თუმცა დაცულია იმით, რომ ძალიან დიდია. შესაბამისად მისი სიკვდილის გადადება მასშტაბებიდან გამომდინარეობს.

ამიტომ ადამიანმა დაიწყო რაღაცების დამუშავება. მაგალითად ხორცი ჩაუვარდა ცეცხლში. ნაკლები ენერგია დაიხარჯა და არ წავიდა მისი  მომნელებელი სისტემის გართულება. ჩაერთო ტვინი. დაიწყო გონებრივი განვითარება, შექმნა იარაღი, თემი, გამოქვაბული. დღესაც ასეა, თუ გინდა მართვა, უნდა იცოდე თემის და გამოქვაბულის კანონები. სტრატეგიული აზროვნება არის მეასეხარისხოვანი. ადამიანი ითხოვს მაქსიმალურ დამოკიდებულებას, რასაც ბავშვს ვერ ვაძლევთ თავდაპირველად, რადგან უსაფრთხოების განცდა არსებობს“, - აღნიშნა ია ბერსენაძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პირველადი ისტორია სწორედ ბიბლიასა და მითებში ინახება...“ - კოლექტიური არაცნობიერის სახლი: ია ბერსენაძის განმარტება

🎥 როგორ უნდა დავამუშაოთ დედ-მამის ტრავმა? - „დედა 9 თვით უსწრებს მამას, პირველი ვინც დაარღვია კომფორტი ეს არის მამა“

🎥 „კარგი დროა ქორწინებისთვის და ოჯახთან ურთიერთობისთვის...“ - როგორი იქნება მარტი: მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი