ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. იგი რამდენიმე ათწლეული ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანდა და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა.
მან 2026 წლის 24 მაისს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.
იგი გადაცემის „სარკასტიკა“ სტუმარი იყო, სადაც კარიერასა და შემოსავლებზე ისაუბრა:
„ტელევიზიაში მუშაობის 36-წლიანი სტაჟი მაქვს.
დავიწყე „მეორე არხიდან“, მერე იყო „პირველი არხი“, მერე საერთოდ წავედი ტელევიზიიდან, სხვა სფეროში გადავინაცვლე. მერე ღლონტმა დამირეკა: „ხაზარაძემ მოდი, ენთუზიაზმზე იმუშავეო“. კარგი ხელფასი, ფუფუნება და კარგი ცხოვრება დავტოვე და ისევ ტელევიზიაში წავედი, მართლა ბევრი ფული ვიშოვე მაშინ. „მაესტროზე“ რომ ხელფასი მქონდა, იმხელა არსად მქონია, მართლა.
მაშინ ბარათები და საბანკო სისტემა არ არსებობდა. ხელფასი სახლში იცი როგორ მომქონდა? ვარდისფერი და ცისფერი პარკები რომ არის ხომ იცით, ყველს რომ ყიდიან, აი, მაგ პარკებით მომქონდა, დღეში 10 პარკი შეიძლება სახლში მიმეტანა“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ივნისის ბოლომდე განსაკუთრებული იღბალი ელით ✨