მომავალი ბრძოლისთვის მზადების დეტალებზე საუბრისას, UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში ძმის განსაკუთრებულ როლზე, სავარჯიშო პროცესსა და საქართველოში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.
როგორც სპორტსმენი აღნიშნავს, ოქტაგონზე მებრძოლი მარტოა, თუმცა უახლოესი ადამიანის მხარდაჭერა და ღრმა ნდობა მას სრულ მოტივაციას აძლევს.
„სპორტსმენები ორი კვირით ადრე ჩავდივართ იმ ქალაქში სადაც ბრძოლა უნდა გვქონდეს, რადგან იქაურ საათურ სარტყელს, კლიმატს და გარემოს შევეჩვიოთ.
ალექსანდრეს ბრძოლა მოახლოვდა. ბრძოლის დროს და მოსამზადებელ პერიოდში ადამიანის დახმარება ძალიან რთულია, რადგან გააზრებული გვაქვს ის, რომ ვინც არ უნდა გედგას გვერდით, დღის ბოლოს მაინც მარტო ხარ „ოქტაგონზე“. მაგრამ ის ენერგია აუცილებლად უნდა იგრძნოს, რომ მხიარულად ვართ და რაც არ უნდა მოხდეს ყველა შენს გვერდით იდგება. მეც ასე ვარ. როცა ჩემი ძმა ჩემ გვერდით დგას, ეს სხვა მოტივაციას მაძლევს. იმის მიუხედავად, რომ იგი ვერ ავა ჩემ მაგივრად „ოქტაგონზე“ და ვერ იბრძოლებს.
ჩემ ძმაში იმდენად ვარ დარწმუნებული, იმდენად კარგად ვიცნობ, რომ როცა რაღაცას მეუბნება, ვიცი სწორად მეუბნება. ზოგჯერ ადამიანს რჩევა შეიძლება მისცე მაგრამ, შესაძლოა მისი თვისებები არ იცოდე. ჩემი ძმა იმდენად ღრმად მიცნობს, რომ მგონია რომ მან უფრო კარგად იცის ჩემზე ვიდრე მე საკუთარ თავზე.
ჩვენი კომუნიკაცია ზოგადად ან ესპანურად არის ან ქართულად. შერეულად ვსაუბრობთ ხოლმე. აზრის გადმოცემა როცა მინდა, მირჩევნია ესპანურად ავუხსნა. შერეული ორთაბრძოლა როცა დავიწყეთ, ტექნიკური მხარეები უფრო კარგად გვაქვს ესპანურად გამომუშავებული, ვიდრე ქართულად. მავიწყდება ხოლმე სიტყვები სხვათა შორის. ერთი თვეა აქ ვარ და ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე ადრე.
მე არ მახსოვს ამდენი ხანი საქართველოში ბოლოს როდის ვიყავი. ალბათ ბოლო 5 წელი რომ გადააბა, ჯამში არ ვყოფილვარ ამდენ ხანს. ძალიან მომწონს აქაურობა, მაგრამ ის მწყინს რომ უნდა წავიდე. მალე მომენატრება და მალე მომინდება დაბრუნება. ბევრგან არ ვარ ნამყოფი. მაგალითად სვანეთში, მაგრამ წავალ აუცილებლად, ახლა არ მირჩიეს, რადგან სიცივეაო“, - აღნიშნა ილია თოფურიამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ“ - ილია ზაბარნი