Digest Logo

🎥 „გოგოები ძმასთან მატანდნენ წერილებს...“ - როგორ იშოვა პირველი ფული ჩემპიონმა: ილია თოფურიას სახალისო ისტორია რუსთავის სკოლიდან

1794851552
ილია თოფურია

უმძიმესი გზისა წარმატების ისტორიის მიღმა - UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში ბავშვობის წლები და თავისი ცხოვრების პირველი გამომუშავებული ფული გაიხსენა.

როგორც სპორტსმენი ჰყვება, სკოლაში პოპულარული ძმისთვის წერილების მისატანად მოსული გოგოების დახმარებით მან პირველი ფინანსური შემოსავალი მიიღო, რომელიც მეგობრებთან ერთად „ბუფეტში“ დახარჯა.

ამასთან ქართველი ჩემპიონი იხსენებს, მშობლების ემიგრაციას, დების ამაგს და ბებია-ბაბუის გარემოცვაში მიღებულ სიყვარულს:

„რუსთავში როცა ვსწავლობდით, პარალელური კლასელი გვყავდა ერთი გოგო, რომელიც ლამაზი იყო ძალიან და თან მომწონდა. დაახლოებით 8-9 წლის ვიყავი. უცებ მოვიდა და მითხრა: შენთან ლაპარაკი მინდა და თხოვნა მაქვსო. წერილი დავწერე და შენ ძმას უნდა მიუტანოო. შემდეგ დრო გავიდა და კიდევ ერთი გოგო მოვიდა, რომელთანაც უბრალოდ ვმეგობრობდი, კლასელი იყო ჩემი, ისიც ლამაზი იყო. მაგასთან უბრალოდ ვმეგობრობდი სხვა თვალით არ შემიხედავს. მანაც იგივე მთხოვა და კარგი მეთქი.  შემდეგ მესამე მოვიდა. 

ამაზე დავფიქრდი და რომ მოდიოდნენ გოგოები იგივე თხოვნით, აბა რომელს აქვს დიდი სურვილი მეთქი, საფულე გადმოშალეთთქო. ჩემი ძმა ბევრად პოპულარული იყო სკოლაშიც სპორტშიც. ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო. პირველი ფული ასე გავაკეთე. „ბუფეტში“ დავხარჯე ალბათ მეგობრებთან ერთად.

სხვათა შორის ამ ყველაფერმა ბევრი რამ მასწავლა. უფროსი იყო, ისეთ გარემოს იქმნიდა და ისეთ სიტუაციებში იყო, რომ მეც მინდოდა შემდეგ იქ ყოფნა. ჭიდაობა როცა დავიწყეთ, ჩემი ძმა ყოველთვის იგებდა. მე მაქსიმუმ მესამეზე გავიდოდი. ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი ადამიანი იყო.

ჩვენ მშობლებს, ბებია-ბაბუებს დიდი ამაგი აქვთ ჩვენზე. არც ერთს არ დაგვკლებია მათგან სითბო. გამორჩეული ყურადღება არავისკენ იყო მიპყრობილი, ყველას ერთნაირად გვზრდიდნენ. როცა ასეთ სითბოსა და სიყვარულში იზრდები, შენც ისეთივე ხდები.

როცა ჩვენი მშობლები უცხოეთში წავიდნენ, ჩემმა დებმა ჩაიბარეს ჩვენი ანუ ძმების აღზრდა. 6-7 წელი ვიყავით მშობლებისგან შორს. თავადაც პატარები იყვნენ ჩვენი მშობლები და მიკვირს როგორ მოახერხეს ამდენი რამ. მაგრამ, როცა ფაქტის წინაშე დგები ალბათ ყველაფერი გამოგდის“, - აღნიშნა ილია თოფურიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ“ - ილია ზაბარნი

⭕ „ადამიანს ნაწილებად ვერ დავეხმარებით“ - ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე „გენოსკოპიურ მეტაანთროპოლოგიაზე“ დაყრდნობით წერს

⭕ „ენერგეტიკულად ყველაზე დაძაბული და ფეთქებადი პერიოდია...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

✕