Digest Logo

„საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ“ - ილია ზაბარნი

1794838433
ილია ზაბარნი

უკრაინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ილია ზაბარნიმ უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აუცილებლად უნდა მოუგონ:

„რეალისტები უნდა ვიყოთ. შესაძლებელი ყველაფერია - მათ შორის მარცხიც და C დივიზიონში დაქვეითებაც, ეს უნდა გვესმოდეს. ცხადია, არ გვინდა რომ მოხდეს ეს ყველაფერი და ამიტომ, საქართველოსთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ აღნიშნულ შეხვედრაში სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა უკრაინელმა ფეხბურთელმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაგეგმილი მატჩი საქართველოს ნაკრებსა და უკრაინის ნაკრებებს შორის 17 ნოემბერს გაიმართება, თბილისის დროით 23:45 საათზე. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ადამიანს ნაწილებად ვერ დავეხმარებით“ - ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე „გენოსკოპიურ მეტაანთროპოლოგიაზე“ დაყრდნობით წერს

⭕ „ენერგეტიკულად ყველაზე დაძაბული და ფეთქებადი პერიოდია...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

⭕ „შანსი ხშირად პრობლემის სახელით მოდის“ - საბა ლაზიშვილის ასტროლოგიურ რუკა: რას წერს ვედი ასტროლოგი

წყარო: lagazzetta.ge

✕