თბილისში, დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 პირი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქცია დაეცა.
როგორც ცნობილია, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც არმატურა, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა.
მაშველებმა მძღოლი გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 