Digest Logo

„დილით ბავშვებმა ნახეს, დედას ვეღარ ვაღვიძებთო...“ - 29 წლის ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა

1757843422
შავი ლენტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 29 წლის ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვლილს 4 შვილი ჰყავს.
შემთხვევა სოფელ საქობოში დღეს მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი არასრულწლოვანმა შვილებმა ნახეს.

„არაფერი აწუხებდა. საღამოს ტელეფონით მჯდარა და მერე ყველა წავიდა დასაძინებლად. დილით ბავშვებმა ნახეს და მეზობლებთან გაიქცნენ, დედას ვეღარ ვაღვიძებთო. ოთხი შვილის დედაა, ორი გოგო და ორი ბიჭი ჰყავს. თქვეს, რომ თრომბმა დაარტყა. ისეთი მოულოდნელი და თავზარდამცემია ეს ამბავი, არც კი ვიცით, რა ვთქვათ“,- ამბობენ ახლობლები.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ოჯახის წევრებმა მიცვალებულის ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არასდროს ინანო შენგან გაკეთებული სიკეთე...“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ყველაზე კომფორტული პერიოდი სწორედ ახლაა...“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე

🎥 სამი ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმში პარაზიტი გყავს! - სანდრო ჯიბლაძის რეკომენდაციები