Digest Logo

დი­რი­ჟო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, მუ­სი­კო­სი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი 74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

1746513568
ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი

დი­რი­ჟო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, მუ­სი­კო­სი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი 74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­მარ ივე­რი ავ­რცე­ლებს:

„ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა.დაგვტოვა ჩვენმა საყვარელმა ვატომ ჩემი პირველი, წარმატებული გამოსვლა ჯ.ვერდის „ოტელო”-ში პაატა ბურჭულაძის „ბრავო”-ს ფესტივალზე მას უკავშირდება და მას მერე ის მუდამ ჩემს დიდ მეგობრად და გულშემატკივრად დარჩა.

მას შემდეგ კვლავაც ბევრჯერ ვითანამშრომლეთ კონცერტებზე და მისი უზადო ერუდიცია, გარეგნული და შინაგანი სილამაზე, არისტოკრატულობა და დახვეწილობა მართლაც განუმეორებელი იყო.

ძალიან დამაკლდები მაესტრო. ვერც ვიჯერებ რომ თქვენზე უკვე წარსულში უნდა ვისაუბრო. მუდამ განსაკუთრებული სითბოთი მემახსოვრებით. გენიოსი მამის ღირსეული შვილი, ნათელში იყოს თქვენი სული“, - წერს თამარ ივერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქაოსის ალბათობა მაღალია... ამიტომ ერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს...“ - 6 მაისის ასტროპროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

⭕ლოცვა, რომელიც გიორგობის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?