Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

1746507978
ღრუბლიანი ამინდი

6 მაისს ქუთაისში დღისით +19 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმში მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +18 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმას ამინდს ელოდებიან, დღისით +9, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გიორგი მიქაუტაძე - „ლიონში“ რომ მივედი, მითხრეს, რომ ლაკაზეტთან ერთად ვითამაშებდი, მასთან მეტი სათამაშო დრო მინდა“

🎥 „ვაიმე, რა ლამაზი ხარ...“ - ელენე ეპიტაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„ქალი მშვენება და საოცრება“ - ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს