
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის საქმე განიხილება, ომეხი აფრასიძის დედამ, დოდო აფრასიძემ ისაუბრა.
„ხელ-ფეხ შებორკილი ომეხი გაათრიეს ტალახში და ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით გადაჭრილი იყო შუაზე - ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ ცხედარს, თითი წააჭრეს და ყელსაბამს რომ ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს, ამას ყველაფერს უყურებდნენ ბავშვები. ევგენი [აფრასიძე] ხელებაწეული დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. შეიყვანეს მერე გოჩამ და ომეხმა, თავისმა შვილებმა“, - განაცხადა დოდო აფრასიძემ.
დოდო აფრასიძის თქმით, მისი ერთ-ერთი შვილი, გოჩა აფრასიძე დანით დასერეს და უკვე გარდაცვლილი ეგონათ, რაც შეეხება მეორე შვილს, ომეხ აფრასიძეს, ის ხელ-ფეხ შეკრული დახვრიტეს ისე, რომ ცხედარი ნატყვიარით შუაზე იყო გადაჭრილი.
„გოჩას ტყვია არ მოხვედრია, დანით დასერეს და მკვდარი ეგონათ უკვე, გადაფარებული ჰქონდა ზემოდან „ადიალა“. ომეხი, ხელ-ფეხ შებორკილი, გაათრიეს პირდაპირ ტალახში და იქ დახვრიტეს, ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე“, - აღნიშნა მან.
დოდო აფრასიძემ ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ომეხ აფრასიძე დაკავებამდე და გარეთ გაყვანამდე დაჭრილი არ ყოფილა. ასევე გაიხსენა, რომ როდესაც ცხედარს ბეჭედი ვერ მოხსნეს, თითი მოაჭრეს.
„ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ, ცხედარს თითი წააჭრეს და ყელსაბამს რომ ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს. ამას ყველაფერს უყურებდნენ ბავშვები“, - განაცხადა დოდო აფრასიძემ.
ცნობისთვის, 2004 წელს სვანეთში, აფრასიძეების ოჯახში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ომეხ და ევგენ აფრასიძეები დაიღუპნენ. მაშინდელი ხელისუფლება აფრასიძეებს სხვა დანაშაულებთან ერთად, ლევან კალაძისა და 15 წლის მარიამ გოგინაშვილის გატაცებაში ადანაშაულებდა და სპეცოპერაციის ჩატარებას ამ მიზეზით ხსნიდა, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
⭕კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა - რას წერს მისი ყოფილი მეუღლე
⭕„ჩვენი ულამაზესი...“ - შორენა ბეგაშვილი ავსტრიიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕თამარ გვერდწითელი 7 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს