Digest Logo

კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა - რას წერს მისი ყოფილი მეუღლე

11 აპრილი 10:34
კოტე თოლორდავა

მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 1979 წლის 13 მაისს დაიბადა. მას ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე ათონელზე.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით.

2014 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა. მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიჰყავდა გადაცემა „განო და კოტე“.

კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. 

გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით კოტე თოლორდავას ყოფილმა ცოლმა განო მელითაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გარდაცვლილ მეუღლეს ოჯახის მფარველი ანგელოზი უწოდა:

„კოტეს მარადისობაში გადანაცვლების დღეა დღეს...

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!

კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა მფარველად ჩვენს ოჯახს და შვილებს 10 წლის წინ“, - წერს განო მელითაური.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ჩვენი ულამაზესი...“ - შორენა ბეგაშვილი ავსტრიიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს

თამარ გვერდწითელი 7 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს

🎥 „შეიძლება! უნდა გახდე სარკე და დაანახვო საკუთარი თავი“ - ნუცა შანშიაშვილი სამაგიეროს გადახდაზე