Digest Logo

დოლიძემ საიუბილეო ბრძოლაში სმიტი მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა

1719731323
რომან დოლიძე

UFC-ის 303-ე ღონისძიებაზე რომან დოლიძე ენტონი სმიტს შეხვდა, რომელიც მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ქართველი მებრძოლი დომინირებდა სამივე რაუნდის განმავლობაში, რის შედეგადაც მან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ „კავკასიელმა“ ბრძოლა ქვემძიმე წონით კატეგორიაში ჩაატარა, რაც 2021 წლის შემდეგ, პირველად მოხდა. დოლიძე ამჟამად არის ორივე წონითი დივიზიონის ათეულში, როგორც ქვემძიმეში, ისე საშუალოშიც.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველმა ხამზატ ჩიმაევს გამოჯანმრთელება უსურვა და მასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. ეს იყო რომანის საიუბილეო, მე-10 ბრძოლა, ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციაში. მის ანგარიშზეა 7 მოგება და 3 წაგება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„საქართველომ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია“ - დე ლა ფუენტე

⭕დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება

⭕„მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა“ - ესპანელთა მთავარი მწვრთნელი

წყარო: lagazzetta.ge