
დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს, 29 აპრილს ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა.
გარდაცვალების მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერდა და ამბობდა, რომ გიორგიმ ნასვამმა დაიძინა, ღამე ღებინება დაეწყო და გაიგუდა.
ახლახან თამუნა მდივანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც გარდაცვლილი შვილის ხმა ისმის:
„როგორ მენატრება შენი ხმა და როგორ მენატრები❤️ მიყვარხარ უსასრულოდ დე❤️ ამ გაუსაძლისი მონატრების ბოლოს უდიდესი სიხარული გვექნება, უფლის წყალობით, ერთმანეთთან შეხვედრის დედი“, - წერს თამუნა მდივანი.
@tamunamdivani7 როგორ მენატრება შენი ხმა და როგორ მენატრები❤️მიყვარხარ უსასრულოდ დე❤️ ამ გაუსაძლისი მონატრების ბოლოს უდიდესი სიხარული გვექნება,უფლის წყალობით,ერთმანეთთან შეხვედრის დედი🙏❤️
♬ original sound - თამუნა მდივანი
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სამყაროში დრო არ არსებობს, დროის ფენომენი ადამიანისთვის არის შექმნილი“ - რას წერს ხათუნა ნოელი