Digest Logo

„ძაღლს ცოფი დაუდასტურდა“ - იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ ძაღლმა გაკაწრა

1703007254
ძაღლი - ცხოველი

„სასწრაფოდ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.

შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია.

ურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„ეს არის ადამიანი, რომელმაც პირდაპირი გაგებით ფეხზე დამაყენა. მხოლოდ ამ სიტყვებისთვის ღირდა ამ პროექტში მონაწილეობა“ - რას წერს დათუნა მგელაძე

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

🎥 „ვის ჰყავს ასეთი ნიჭიერი „მეიქაფ არტისტი?“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ფაცაცია