Digest Logo

„ძალიან არის ნაცემი, ჯერ ხაშურში გადაიყვანეს და შემდეგ თბილისში“ - რას ჰყვებიან სოფელ ცხრამუხის მონასტერში

1669448171
მრევლიმრევლიმრევლი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის მონასტრის მრევლის ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ ამავე მონასტრის დედაო სასტიკად არის ნაცემი. 

მათივე თქმით, დედაო ჯერ ხაშურის სამედიცინო დაწესებულებაში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

„ვიღაცა მისულა მონასტერში და დედაო უცემია. ძალიან არის ნაცემი, ჯერ ხაშურში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ეს ამბავი გუშინ დაახლოებით 6 საათისთვის მოხდა. მითხარით რა უნდა ყოფილიყო ტაძარში? როცა დედაო შემოწირულებით ცხოვრობს.  სასტიკად სცემეს დედაო, დღე და ღამე ლოცვაში დგას ტაძარში, სიცივეში, ყინვაში, წმინდა სამების ტაძარში“, - განუცხადა „ტვ პირველს“ ტაძრის მრევლმა.

ამასთან, როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი. მიმდინარეობს გამოძიება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, სავარაუდოდ დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო - დაკავებულია ორი პირი

🔵კაცი, რომელმაც თერჯოლაში მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა

🔵„გაავრცელეთ! უდევთ ფორმალინით გაჟღენთილი ნაწერი. ბრუვდები და თვითონ აძლევ თანხას, ეს აფერა რუსეთშია კარგად ცნობილი“ - შოკის მომგვრელი წერილი სოცქსელიდან